გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

სულის ცხენი

20:18, 11 სექტემბერი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

სულის ცხენი


მიცვალებულის სახელზე დაკურთხებული ცხენი. ხალხის წარმოდგენით, მიცვალებულს საიქიოში მის სახელზე დაკურთხებული ცხენი ემსახურებოდა. წლის თავზე ცერემონიალის დროს სრულდება რიტუალი. მიღებულია წყაროს დაკურთხება, საგზლის გატანება, როდესაც საგანგებო პურის სულის კვერებს აცხობედნენ და სულის ცხენს აჭმევდნენ. ადამიანთა რწმენით სულეთში იმართებოდა ცხენთა რბოლა. ბოლო დრომდე სახეცვლილებით შემორჩენილი, განსაკუთრებით ხევსურეთში (აღმ. საქართველოს მთიანეთი).