კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2021. ნომერი 35

არქეოლოგიური დაზვერვები სამცხეში, ადიგენის ტერიტორიაზე

ავტორ(ებ)ი: გია ჩილინგარაშვილი

არქეოლოგიური დაზვერვები ადიგენის ტეიტორიაზე წარმოებდა 2013-2015 წლებში. 2017 წელს სამუშაოები განახლდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სამეცნიერო პროექტების ფარგლებში მოპოვებული გრანტით.



ჟურნალი ამირანი. 2021. ნომერი 35

კოლხური და ყობანური კულტურების მსგავსება სამარხეული ინვენტარის მაგალითზე

ავტორ(ებ)ი: თეკლე უგულავა

შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ ორი კულტურის შესწავლის ისტორია გადაჯაჭვულია, რადგან თავდაპირველად აღმოჩნდა ყობანური კულტურა, შესაბამისად გაჩნდა მოსაზრება, რომ იქ აღმოჩენილი ინვენტარი ყობანური კულტურის ნაწილი იყო, მაგრამ მისი სახასიათო ნიშანი დღეს ფაქტობრივად სავიზიტო ბარათია კოლხური კულტურისთვის.



ჟურნალი ამირანი. 2021. ნომერი 35

ნაზარლების სამლოცველო. ეთნოარქეოლოგიური რეტროსპექტივის ცდა

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

წინამდებარე ნაშრომში, აღწერილია შირაქის ზეგანზე, მთა "ნაზარლები"-ს თხემზე, ახლადაღმოჩენილი, გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის (ქრისტემდე XII-X ს.ს.) ძალზე საინტერესო არქეოლოგიური ძეგლი და მოცემულია წინასწარული ვარაუდები და დასკვნები მისი ადგილის თაობაზე ცენტრალური ამირკავკასიის და მისი მიმდებარე მხარეების გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის კულტურათა სისტემაში.
იგი ერთგვარი ცდაა, მოპოვებული მასალების საფუძველზე, კავკასიის უძველეს მოსახლეთა და მათ მემკვიდრეთა სულიერი კულტურის და რწმენა-წარმოდგენათა რეტროსპექტივისა.



Powered by bootstrapmade.com