კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2021. ნომერი 34

სოფელ ზენითის ისტორიიდან

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

ნაშრომში მოცემულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის ისტორიიდან ზოგიერთი საყურადღებო მომენტი. მოგონებების საფუძველზე მოთხრობილია თანამედროვე სოფლის ზოგიერთი გვარის აქ შესაძლო დამკვიდრების ძველი ისტორია; ახალი მასალის გამოყენებით განხილულია 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთი ომის ზოგიერთი, ქართული ისტორიოგრაფიის თვალსაზრისით საინტერესო ასპექტები; მაგალითად, როგორიცაა ციხისძირთან ბრძოლები და მასში ადგილობრივი, ქობულეთის მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობა, ამ ბრძოლებში სოფელ ზენითის საგრძნობი სტრატეგიული მნიშვნელობა, მხარის შემოერთების შემდეგ კი აქ განვითარებული ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო მოვლენები.



ჟურნალი ამირანი. 2021. ნომერი 34

ბრესტის ზავის, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების შესახებ

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

თურქეთში რეგისტრირებული "აჭარის კულტურული ასოციაციის" მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი თურქეთშივე გამოცემული თავისებური სამახსოვროს პირველ ნომერში საქართველოს ისტორიის რიგი უმნიშვნელოვანესი საკითხების გადმოცემისას დაშვებულია შეცდომები და ლაფსუსები, მაგრამ ყურადღებას გავამახვილებთ აქვე დაფიქსირებულ მოსაზრებებზე, რომ "სარფის საზღვრის გახსნის შემდეგ ორივე მხარის მცხოვრებმა აჭარლებმა, გაიგეს მოსკოვის პროპაგანდის სიყალბე, რომელიც მათ ქართველებთან აერთიანებდა... ბრესტ-ლიტოვსკის ზავის თანახმად... ბათუმი დაუბრუნდა თურქეთს..." და ა.შ. მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხებზე.



ჟურნალი ამირანი. 2021. ნომერი 35

სომხეთი და თურქული დინასტიები მე-15-19 საუკუნეებში

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ ფილიპჩუკი

კვლევის მიზანია ამ პერიოდის სომხურ-თურქული ურთიერთობების შესწავლა. კვლევის სიახლე მდგომარეობს XV-XIX საუკუნეებში სომხური საზოგადოების განვითარების ძირითადი ტენდენციების გამოკვეთაში.



ჟურნალი ამირანი. 2021. ნომერი 35

ქართული ლიტერატურის "ოქროს ხანა". XVII-XVIII საუკუნეების ქართველი ინტელექტუალები

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ ფილიპჩუკი

სტატია ეძღვნება ქართული ლიტერატურის ისტორიას. მასში განხილულია XVII-XVIII საუკუნეების ცნობილი ქართველი ინტელექტუალების ბიოგრაფია და მოღვაწეობა. XV-XVI საუკუნეების პერიოდთან შედარებით, XVII საუკუნე იყო ქართული კულტურის აღორძინების დრო.



Powered by bootstrapmade.com