გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკაბილიჟ

(გადმომისამართდა აგუტოლიჟ-დან)

აკაბილიჟ


აფხაზური ვაზის ჯიში

სინონიმები: აკუბილაჟ, აგუტოლიჟ

მარცვალი: მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, ცვილის სქელი ნაფიფქით. კანი თხელი, მკვრივი, ადვილად შორდება რბილობს. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო, სუსტად გამოხატული ჯიშური გემოსი. აკაბილიჟს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.

დგება ადგილობრივი მოხმარების, საშუალო ხარისხის სუფრის წითელი ღვინო.