გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აითარი

აითარი


აფხაზეთში ბუნების განახლების, გამრავლებისა და მესაქონლეობის მფარველი ღვთაება. იგი წარმოდგენილი ჰყავდათ შვიდსახოვან ღვთაებად, რომელშიც ერთიანდებოდნენ თხის, ცხვრის, ძაღლის, მთვარის, მზის, ცხენისა და მოსავლის ღვთაებები. მის სახელზე დღესასწაულები იმართებოდა ყველიერის პირველ დღესა და დიდმარხვის პირველ ორშაბათს. აცხობდნენ სარიტუალო პურებს. აითარი იგივეა, რაც ანთარი (სამეგრელო).


წყარო

  • ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=აითარი&oldid=1350“-დან