გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოთიანი

ბოთიანი


საზამთრო ბოსელი. დატანებული აქვს საკვამური კერისათვის. ეწყობა სოფლის გარეთ საყანეებისა და სათიბების მახლობლად, ისეთ ადგილზე, საიდანაც ადვილია საქონლისათვის საჭირო საკვების დაგროვება და უმოკლესი გზით საყანეებში გატანა. ერთთვლიანი, გრძელი, ორად დანაწილებული ნაგებობაა, რომელშიც საქონელი ორმწკრივად აბია. აქვეა მოწყობილი კერა (მთიულეთი).