გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბომბღა ლეთ

ბომბღა ლეთ


ბომბღას ღამე. პირველი იანვრის საღამო სვანეთში. 31 დეკემბერს ტყიდან მოტანილი მსხლის ხის მორს - ხულს, რომელიც ანალოგიურია აღმოსავლეთ-ქართული ბებერასი, 1 იანვარს მამაკაცები გაიდებენ მხრებზე, მორის შუაგულზე შემოსვამენ ბიჭს და შედიან სახლში. იქ სამჯერ შემოუვლიან კერას და მღერიან: "ბომბღა, ბომბღა, ბეღლის კარზე დატვირთული, რიჩხ!..." კერის სამჯერ შემოვლის შემდეგ ბიჭს მორიდან ჩამოაგდებენ, მორს კი შუაზე გადატეხენ და ერთ ნაწილს ცეცხლში შეუკეთებენ. არსებობს მოსაზრება, რომ ახალი წლის რიტუალებში წარმოდგენილი ღვთაება ბომბღა//ბამბღუ//ბებერა დაკავშირებულია ე.წ. ბოსლასა და ბერი-ბერასთან.