გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერდოგვირგვინიანი სახლი

ერდოგვირგვინიანი სახლი


ერდოიანი სახლი ქართული ხალხური საცხოვრებლის სახეობაა. იგი ცნობილია დარბაზისა და ერთობის სახლის სახელწოდბითაც. ამ ტიპის ქვიტკირის საცხოვრისი გავრცელებული იყო აღმოსავლეთსა და სამხრეთ საქართველოში. სახელწოდება მიიღო გვირგვინისებური გადახურვის გამო. სახურავი დაფარული იყო თიხატკეპნილით. გვირგვინი ეყრდნობოდა თავხეებსა და დედაბოძს. შუაგულში გამართული იყო კერა. კვამლი გადიოდა ერდოდან და იქიდანვე შემოდიოდა სინათლეც.