გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვერნა

კვერნა

კვერნა


  1. (ლათ.: Martes) ძუძუმწოვრების გვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 40-60 სმ აღწევს, კუდისა - 20-50 სმ. აქვთ წაგრძელებული და მოქნილი სხეული, ფაფუკი და რბილი ბეწვი. ცნობილია 6 (ზოგი მონაცემებით 8) სახეობა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 4 სახეობაა: ტყის კვერნა (Martes martes), თეთრყელა კვერნა (Martes foina) (ესენი საქართველოშიც ფართოდ არიან გავრცელებული), სიასამური და ხარზა. უმეტესობა ტყეში ცხოვრობს. იკვებებიან პატარ-პატარა ცხოველებით, ხილით, კენკრით, უმრავლესობას (ხარზას გარდა) ძვირფასი ბეწვი აქვს;
  2. ურმის ნაწილი, ერთი ოთხ რიკათაგანი, რომელიც ქვედა მხარეს არის ჩარჭობილი ღერძის მოსადებად, რომლებიც ღერძს წაცურებისაგან იცავს. სინონიმი: ყვერნა

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=კვერნა&oldid=7764“-დან