გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მომხმარებელი:Paata

Paata.jpg

პაატა ბუხრაშვილი


1983 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ეთნოგრაფიის სპეციალობით, 1989 კი – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ეთნოლოგიის სპეციალობით. 1989 დაიცვა დისერტაცია თემაზე: "საცხოვრისი ეთნიკურ ყოფაში". სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან (არქეოლოგიური კვლევის ცენტრი: 1983-2006), საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან (საქართველოს ისტორიის კათედრა: 1989-1996) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ეთნოლოგიის კათედრა: 1990-2006); სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტთან (კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრა: 1994-2006); 2006- 2010 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის დეკანი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია 2010 წლიდან. ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევების ლაბორატორიას.