გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნესტვი

ნესტვი


ქართული ხალხური ერთმილიანი ჩასაბერი საკრავი. ძველად ტერმინი "ნესტვი" აღნიშნავდა ყოველგვარ მილს (არის მოსაზრება, თითქოს ტერმინი "ნესტვი" ნაწარმოებია სიტყვა "ნესტოსაგან"). სულხან-საბას ლექსიკონში ნესტვი ასეა განმარტებული: "რაიც საკრავნი განხვრეტილნი პირით იბერვიან, ნესტვნი არიან". დაბადების ქართული თარგმანის რედაქციების ერთმანეთთან შედარებით გამოირკვა, რომ ადრე ნესტვი და საყვირი სინონიმები ყოფილა.