გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟინიში ორთა

ჟინიში ორთა


ეს სალოცავი ეძღვნებოდა შინაურ და გარეულ ცხოველებს. "ორთა" მხეცების გამგებელი "ჟინიში" იყო. "გალენიში" კი ტარდებოდა ბოსელში. ოჯახის უფროსი შესთხოვდა მხეცთა მეფეს, დაეცვა მისი საქონელი უბედურებისაგან. ის ამბობდა „თუ მხეცმა მოინდომა ჩემი საქონლის გატაცება, შეუბორკე ფეხები, შეუკარი მას პირი". როცა საქონელი ღამით არ მივიდოდა ბორკავდნენ სკამს და ზემოთ მოყვანილ სიტყვებს ამბობდნენ.

"ჟინიში" (ორთა) სრულდებოდა ტყეში. სწირავდნენ მამალ ცხოველს, რომელსაც გაატყავებდნენ, ტყავს ხეზე ჩამოკიდებდნენ, ხორცს კი შეწვავდნენ. ეს რიტუალი თითქოს მეხისაგან იცავდა საქონელს. სხვათა შორის, ხშირი შემთხვევა იყო, როცა მეხი კლავდა ცხენებს ან მსხვილფეხა საქონელს. ძველი ხალხის აზრით ეს კარგის მომასწავებელი არ იყო პირუტყვის პატრონისათვის. პატრონი ვალდებული იყო დაემარხა ცხენი და სხვების თანდასწრებით ელოცა.

სამურზაყანოში "ჟინის" ლოცვა ტარდებოდა კვირა დღეს. წელიწადში ერთხელ კლავდნენ თიკანს, ხოლო შემდგომ ორ წელიწადს ასრულებდნენ ხოზოკვარით. ყოველივე ამას, რასაკვირველია, თან ახლდა სანთელი და სპეციალური ლახუტი (პატარა ქვევრი).