გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამტრედია

სამტრედია


  1. ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ქუთაისიდან დასავლეთით 27 კილომეტრში. ისტორიულ წყაროებში იხსენიება XVIII საუკუნის II ნახევრიდან, როგორც სოფელი სამტრედია. ის ეკუთვნოდა თავად მიქელაძეებს. 1871-1872 წლებში თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობამ გაზარდა სამტრედიის მნიშვნელობა. რკინიგზის სადგურისა და მიმდებარე დასახლების მშენებლობა თავდაპირველად იგეგმებოდა მდინარე ცხენისწყლის მეორე მხარეს, სოფლების საჭილაოსა და ქვიშანჭალის მხარეს, მაგრამ იქ მცხოვრებლების წინააღმდეგობის შემდეგ გადაწყდა სადგურის მშენებლობა სოფელ სამტრედიის მიმდებარედ. ამ პერიოდიდან სამტრედია მოხსენიებულია როგორც დაბა;
  2. მიწის დასვენების ერთ-ერთი წესი (სამეგრელო, კახეთი).