გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიფარი

ძველი აღმოსავლეთი

𒌓𒄒𒉣𒆠 შუმერული ქალაქ სახელმწიფოთაგან ერთ-ერთი არის სიფარი — მდინარე ევფრატის მარჯვენა ნაპირზე, დღეისთვის შუმერული ცივილიზაცია ჩვენთვის ცნობილი უძველესი კულტურაა,აქ ცხოვრება ადამიანმა ჯერ კიდევ ძვ. წ. VI ათასწლეულში დაიწყო სამხრეთ შუამდინარეთის ათვისებით. არსებული დასახლებულ ტომთა კავშირები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები, მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება და ევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით, კლასების ჩამოყალიბება.

დაიწყო ასევე დასახლებების ზრდა და ქალაქების ჩამოყალიბება. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო, გალავნები შემოარტყეს, ასე წარმოიშვა პირველი ქალაქები,ამ პერიოდისთვის დაარსებული უდიდესი შუმერული ქალაქები იყო: ერიდუ, ნიფური, ქიში, ლაგაში, ურუქი, ური და უმა.ქალაქში არსებული ტაძრები ასრულებდა არა მხოლოდ რელიგიური კულტის თაყვანისცემის ფუნქციას, არამედ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი, სადაც ინახებოდა მოსავლის მარაგი. დაახლოებით ძვ. წ. 3000 - ძვ. წ. 2900 წლებში ტაძრების მეურნეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა უფრო რთული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, რამაც განაპირობა დამწერლობის შექმნა, სავარაუდოდ, სწორედ შუმერებმა გამოიგონეს ირიგაცია, ბორბალი და დამწერლობა.

მზის ღვთაების შამაშის (შუმერულად უთუ) კულტის ცენტრი. ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულს — ძვ. წ. I ათასწლეულში ბაბილონეთის მსხვილი ვაჭრობა-ხელოსნობის ცენტრი იყო, თვითმმართველობით სარგებლობდა და თავისუფალი იყო გადასახადებისაგან. მართავდა უხუცესთა საბჭო, რომელსაც სათავეში შამაშის უზენაესი ქურუმი ედგა. ძვ. წ. 538 წელს სიფარი სპარსელებმა დაიპყრეს.1880 წელს დაიწყო სიფარის არქეოლოგიური კვლევა. გათხრების შედეგად გამოვლინდა ქალაქის ზღუდე, ქალაქის შუაგულში აღმართული ზიქურათი,იგი წარმოადგენს ერთმანეთზე დალაგებული წაკვეთილი პირამიდების კოშკს, რომელთა რაოდენობა მერყეობდა სამიდან (შუმერებში) შვიდამდე (ბაბილონელებში). პირამიდებს, ზედა ნაწილის გარდა არ ჰქონდა ინტერიერი. ზედა ნაწილი წარმოადგენდა სამლოცველოს.ზიქურათის ტერასები შეღებილი იყო სხვადასხვა ფერებით და ერთმანეთთან დაკავშირებული კიბეებით. კედლებს შიგნით მდებარეობდა მრავალრიცხოვანი საცხოვრებელი ოთახები ქურუმებისა და ტაძრის მსახურთათვის.) და ღვთაება შამაშის ტაძარი. სიფარი 30 კილომეტრი სიგრძის სამეფო არხით უკავშირდებოდა მდინარე ევფრატის მარცხენა ნაპირზე მდებარე ქალაქ ოპისს.

სიფარი

რეგიონი ქვემო შუამდინარეთი
ქვეყანა ერაყი
ძველი სახელი 𒌓𒄒𒉣𒆠 Zimbir, Sippar
თანამედროვე სახელი Tell Abu Habbah
განედი 33°03'31.8"N
გრძედი 44°15'07.8"E
პერიოდი შუმერი, აქადი, ბაბილონი
მფარველი ღვთაება შამაში

სიფარის რუკა
მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=სიფარი&oldid=8711“-დან