გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სულის ცხენი

სულის ცხენი


მიცვალებულის სახელზე დაკურთხებული ცხენი. ხალხის წარმოდგენით, მიცვალებულს საიქიოში მის სახელზე დაკურთხებული ცხენი ემსახურებოდა. წლის თავზე ცერემონიალის დროს სრულდება რიტუალი. მიღებულია წყაროს დაკურთხება, საგზლის გატანება, როდესაც საგანგებო პურის სულის კვერებს აცხობედნენ და სულის ცხენს აჭმევდნენ. ადამიანთა რწმენით სულეთში იმართებოდა ცხენთა რბოლა. ბოლო დრომდე სახეცვლილებით შემორჩენილი, განსაკუთრებით ხევსურეთში (აღმ. საქართველოს მთიანეთი).