გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წალდი

წალდი


ტრადიციული საჩეხი ან სათლელი იარაღი, რომელიც ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში და მეტყევეობაში შედარებით წვრილი მერქნოვანი მასალის სათლელად, როგორიცაა ტოტები. იგი ძალიან ხშირად გვხვდება ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებულია მევენახეობა. მსოფლიოს სხვა ნაწილებში, სადაც იგი გამოიყენება, იგი ან გამოგონებული იქნა ლოკალურად (მაგ., ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში), ანდა შეტანილი იქნა ევროპელი მოახალშენეების მიერ (მაგ., ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში და ავსტრალაზიაში). საქართველოში არსებობს მისი უფრო მომცრო ვარიანტიც: წალდუნა.

წალდის ხმარება საშუალოა დანისა და ცულის მოხმარებას შორის. ის ხშირად გამოიყენება წვრილი მერქნიანი მცენარეების, მაგ, ახალგაზრდა ხეების მოსაჩეხად, ან უკვე მოჩეხილი ტოტებისგან წვრილი ტოტების ჩამოსათლელად; სწორედ ამ მიზანს ემსახურება კაუჭი - რომ იარაღი არ აცდეს მომრგვალებული ფორმის ჩამოსათლელ ობიექტებს. ის შეიძლება გამოყენებული იქნას მყნობის პროცესში.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=წალდი&oldid=12168“-დან