გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წნორის თეთრი

წნორის თეთრი


კახური ვაზის ჯიში

მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან სუსტად ოვალური. მომწვანო-ყვითელი ფერის, მზის მხარეს მოწითალო ელფერით. კანი თხელი, ელასტიკურია, არ სცილდება რბილობს, დაფარულია სქელი ნაფიფქით. რბილობი წვნიანია, კნატუნა. გემო სასიამოვნო, ჰარმონიული. მარცვალი ადვილად სცილდება ყუნწს. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიშია.

დგება თეთრი სასუფრე და საკუპაჟე ღვინო რქაწითელთან ერთად. ჯიშური ღვინოები მიიღება საკმაოდ მაღალი ხარისხის. ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი.