გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალაო

ლუდის ალაო
  1. ლუდის, არყისა და ბურახის გამოსახდელად საგანგებოდ გაღვივებული და დაღერღილი მარცვლეული (ქერი, ხორბალი, შვრია);
  2. ნაწვიმარი ხორბლის პური. არ ცხვება ხეირიანად და უგემურია;
  3. სინესტისაგან გაფუჭებული ფქვილი;
  4. როდესაც ძროხას უჭირს ხბოს მომყოლის (ბუდის) დაბადება, ძროხას ასმევენ ალაოს, დამზადებულს ფერისცვალების დღეს მოკრეფილი და გამხმარი პიტნისაგან, რომელსაც პურთან ერთად წყალში ხსნიან.

წყარო

ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ალაო&oldid=512“-დან