გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგა

05:48, 28 თებერვალი 2021-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ბაგა


  1. საკვების ჩასაყრელი დაბმული საქონლისათვის (წნული ან ფიცრული). მისი სინონიმებია: მთიულეთში - სანაყრე, იმერეთში - საპირე, გურიაში - პირის ბაგა. სვანეთში სახლის პირველ სართულში - მაჩვიბში||მაჩუბში, შესასვლელ კუთხესთან, ფიცრებით გამოყოფილი ოთახი, რომლიდანაც ერთი კარი საქონლის სადგომში გადის, მეორე - ადამიანთა სამყოფში. ბალსქვემო სვანეთში ბაგს უწოდებენ ხარების სამყოფს სვანური სახლის მაჩუბში;
  2. ახალი ვენახი (სულხან-საბა);
  3. წისქვილის ზედა ქვის გარშემო ხის ან რკინის რკალი. იცავს ფქვილს გადმობნევისაგან (კახეთი).

ლიტერატურა


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ბაგა&oldid=12829“-დან