გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოსელი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: <big>'''ბოსელი'''</big> ---- # კარ-მიდამოს სამეურნეო ნაწილში განთავსებულ...)
(განსხვავება არ არის)

18:31, 13 ივლისი 2019-ის ვერსია

ბოსელი


  1. კარ-მიდამოს სამეურნეო ნაწილში განთავსებული ხის ან ქვითკირის საზამთრო სადგომი საქონლისთვის (გომი, გომური, ბაშტე, ბაკი, თავლა). ბოსლის ერთ ნაწილში დაგებულია მრგვლად გათლილი მორები, ზღვე. კედლის გასწვრივ გამართულია ფიცრული და მოწნული ბაგა საქონლის საკვების ჩასაყრელად;
  2. ნაყოფიერებისა და გამრავლების არქაული ღვთაება ძველ საქართველოში. მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის მფარველი. მისი კულტი ასახულია ბოსლობის დღესასწაულში. დროთა განმავლობაში ბასილის||ბასილას თანაზიარი გახდა და ასეთი სახით მონაწილეობდა საახალწლო რიტუალებში. მისი პარალელური სახელია ბოსლა - ნაყოფიერებისა და გამრავლების მფარველი ღვთაება ძველ საქართველოში. მის პატივსაცემად იმართებოდა ბოსლობა. (სინ. კოტრა).

მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ბოსელი&oldid=2093“-დან