გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გულისპირი

08:12, 10 აგვისტო 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <div class="img-thumbnail color-border-dotted pull-right">ფაილი:Gulispiri.jpg|right|thumb|275px|link=|<center><small>გულისპირი</s...)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გულისპირი

გულისპირი


სინონიმი: გულსაფარა

ქალის კაბის ელემენტი. თუში ქალის უბეზე ასაფარებელი გულისპირი. მასალად გამოიყენებოდა სხვადასხვა ფერის ქსოვილი: ქიშმირი, სატინა, რომელსაც წელსა და ყელზე სამაგრად ზორტები ეკერა. ბავშვის ასაფარებელ ამგვარი ტიპის საგულეს "გულამბარი" ერქვა, ყელთან მინაოჭებული გულსაფარას ნაწილი უბის შიგნით იყო ჩაფენილი, ბოლო კი ზემოდან გადმოიფინებოდა. გულსაფარას დანიშნულება იყო ფარაგას მონაცვლეობა, ზოგჯერ კი მის დამცავ საშუალებას წარმოადგენდა სამუშაოთა შესრულებისას. იგი რამდენადმე ფარავდა ფეხმძიმე ქალის ორსულობას.