კონჩხა
06:48, 6 მარტი 2020-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: <big>'''კონჩხა'''</big> ---- '''სინონიმი: მათარა''' # ხის საწყლე ჭურჭელი. მონა...)
კონჩხა
სინონიმი: მათარა
- ხის საწყლე ჭურჭელი. მონადირეებს წყალი დააქვთ პანტის, ვაშლისა და მსხლის ხისაგან გამოთლილი კონჩხით (შიგა კახეთი, თუშეთი). მეცხვარეს იგი, ჩვეულებრივ, წელზე ჰკიდია (ფშავი);
- ხის ყურიანი ჭიქა. ზოგჯერ ორი ასეთი ჭიქა ერთ ხეშია ამოღებული, რომელთაც მილი აერთებს. ერთს რომ სვამ, მეორეც იცლება (ერწო-თიანეთი).