გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდმარხვა

16:00, 30 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი)

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დიდმარხვა


დიდი მარხვა, დიდი ორმოცეული — ქრისტიანობაში განსაკუთრებული თავშეკავების დრო, რომელიც მორწმუნეებს პასექის დღესასწაულის სათანადოდ შესახვედრად ამზადებს. დიდი მარხვა დადგენილია უდაბნოში იესო ქრისტეს ორმოცდღიანი მარხვის მოსახსენებლად და ვნების კვირის ჩათვლით გრძელდება 7 კვირა (49 დღე). დიდი მარხვის ტიპიკონურ მოთხოვნათა გასათვალისწინებლად ქრისტიანს განსაკუთრებული ყურადღება ჰმართებს, რადგან ეს პერიოდი საეკლესიო წესთა და ღმრთისმსახურებათა თავისებურებებით გამოირჩევა.