ადგილის დედა
ადგილის დედა
ქართული წინარექრისტიანული ღვთაება. ამა თუ იმ ადგილისა და მის მკვიდრთა მფარველი. ადრე ნაყოფიერების ღვთაებადაც ითვლებოდა. დიდხანს შემოინახა აღმ. საქართველოს მთიანეთმა, სადაც იგი ითვლვბოდა ქალების, მონადირეების, ბავშვებისა და ხარ-ძროხის მფარველად.
ადგილის დედა – ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვ.) მფარველი ქალღმერთი. ხევსურებს წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე. შესაძლებელია, წარსულში ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო და მისი კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მისი კულტი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა, აქედანაა მისი სახელებიც – ადგილის ღვთისმშობელი ან ღვთისმშობელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეთა და საქონლის მფარველს.
წყარო:
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი. მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009