ადლი
ადლი
სიგრძის საზომი ერთეული ძვ. საქართველოში. უდრიდა ორ წყრთას. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XVI -იდან. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ რუსულმა არშინმა თანდათანობით შეზღუდა ადლის ხმარების არეალი, თუმცა მეტრული სისტემის შემოღებამდე ის მაინც იხმარებოდა; უდრიდა დაახლოებით 101, 15 სმ-ს.
წყარო
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.