გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აზარფეშა

აზარფეშა

ღვინის სასმისი, ვერცხლის, გრძელტარიანი, დიდი კოვზისა თუ ჩამჩის მსგავსი, ზოგჯერ მოსევადებული ან მოოქრული, ქალის მზითვის სასურველი ელემენტი. დამშვენებული იყო ორნამენტებითა და ხშირ შემთხვევაში, წარწერებით.


წყარო

ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.