აიაზმა
აიაზმა
(ბერძ. αγιασμοσ) — აღნიშნავს განწმენდილ წყალს, ნაკურთხ წყალს, ასევე წყლის კურთხევის ცერემონიალსაც. ძველ წერილობით ძეგლებში აღნიშნული სიტყვა თითქმის არ გვხვდება. მის ნაცვლად გამოიყენება ქართული შესატყვისი „წმიდა წყალი“. აიაზმა ქართულში დასტურდება მხოლოდ მე-18 საუკუნიდან. მაგალითად, სულხან-საბა ორბელიანის ("აიაზმა ბერძნულია, ქართულად წმიდა წყალს ჰქვიან")[1], ნიკო და დავით ჩუბინაშვილების, თეიმურაზ ბაგრატიონის ლექსიკონებში და შემდგომი დროის ქართულ მწერლობაში.
დღეს ქართველ მართლმადიდებელთა მეტყვლებაში აიაზმა შედარებით იშვიათად გამოიყენება. ძირითადად გვხვდება შესიტყვება „ნაკურთხი წყალი“.
ბერძნული (αγιασμοσ) სიტყვაა და წმინდა, ნიშნავს. ძველ წერილობით ძეგლებში აღნიშნული სიტყვა თითქმის არ გვხვდება. მის ნაცვლად გამოიყენება ქართული შესატყვისი „წმიდა წყალი“. აიაზმა ქართულში დასტურდება მხოლოდ მე-18 საუკუნიდან.
აიაზმა არის დიდი და მცირე.
დიდი აიაზმა:
- წყალკურთხევისა და ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხი წყალი, რომელსაც მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში იყენებენ.
- ნათლობის საიდუმლოს შესრულების დროს ნაკურთხი წყალი.
მცირე აიაზმა – პარაკლისების და სხვა მსახურებათა ასრულების დროს ნაკურთხი წყალი.
წყაროები
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.
- აიაზმა – საეკლესიო ტერმინთა განმარტება
- ლუიზა ხაჭაპურიძე, ღვთისმსახურების ლექსიკა, ქართველური მემკვიდრეობა, ტ. I, ქუთ., 1996 წ.