აივანი
აივანი
(სპარ. بالکن) – 1. ბალკონი; შენობის ფასადის სიბრტყიდან გამოწეული და, როგორც წესი, შიგა სათავსებთან დაკავშირებული, მოაჯირით შემოსაზღვრული ბაქანი. 2. დერეფანი; საცხოვრებელი სახლის (კერძოდ, ქართული საცხოვრებელი სახლის) ერთ ან სამმხრივ ღია ნაწილი სვეტებზე დაყრდნობილი გადახურვით. ასეთი აივანი ქვედა სართულის კედლებზე ან ამგვარივე აივნის სვეტებზეა დაყრდნობილი, ან შეკიდულია.