ალაო
ალაო
- ლუდის, არყისა და ბურახის გამოსახდელად საგანგებოდ გაღვივებული და დაღერღილი მარცვლეული (ქერი, ხორბალი, შვრია);
- ნაწვიმარი ხორბლის პური. არ ცხვება ხეირიანად და უგემურია;
- სინესტისაგან გაფუჭებული ფქვილი;
- როდესაც ძროხას უჭირს ხბოს მომყოლის (ბუდის) დაბადება, ძროხას ასმევენ ალაოს, დამზადებულს ფერისცვალების დღეს მოკრეფილი და გამხმარი პიტნისაგან, რომელსაც პურთან ერთად წყალში ხსნიან.
წყარო
- ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი მთ. რედ. პროფ. სოსო ჭანტურიშვილი. თბ. 2009 წ.