გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ამბოკვარი

ამბოკვარი


ძუძუთა ბავშვის სულის მომვლელი საიქიოში. ხევსურთა რწმენით, სულეთის ღმერთი სულეთის მკვიდრ უსუსურ ბავშვებს აბარებს ამბოკვრებს, რომელთა მოვალეობას მათზე ზრუნვა შეადგენს. ჭირისუფალი სამზეოდან რძეს „სახელს უდებს“ და ამბოკვარს მიმართავს: „ვინც ჩემის ყმაწვილის ამბოკვარი ხარ ამითამც ადუმებ, ამ ასახვრეტითამც ულბობ პირს, უძუძურობითამც ნუ შეგაწუხებს, უსახვრეტოობითამც ნუ დაგაღონებს. შენიმც საქმარია ეს ზისცვარი“.


წყაროები