გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ამპელოგრაფია

ამპელოგრაფია


(ბერძ. ampelos - ვაზი და grapho - ვწერ) — მეცნიერება, რომელიც სწავლობს ვაზის სახეობებს და ჯიშებს. XIX საუკუნის დასაწყისში ამპელოგრაფია გამოყენებითი ბოტანიკის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა. 1873 წელს ვენაში შეიქმნა საერთაშორისო ამპელოგრაფთა კომისია, რომელმაც დაადგინა ვაზის ჯიშების აღწერის ერთიანი სისტემა. ამპელოგრაფია არის ზოგად და კერძო.

ზოგად ამპელოგრაფია შეისწავლის ვაზის ოჯახის კლასიფიკაცია გვარებისა და სახეობათა დახასიათებებით, სახეობებში შემავალი ჯიშების დაჯგუფება ძირითადად ნიშანთვისებათა მიხედვით, ვაზის ფორმათა კლასიფიკაცია და კულტურულ ვაზის ჯიშთა წარმოშობის გზები, ეკოლოგიურ ფაქტორთა გავლენა ჯიშის გავრცელებასა და ენდემურობაზე, კულტურულ ვაზის ჯიშთა კლასიფიკაცია და ამპელოგრაფიული მეთოდიკა.