ანტაბლემენტი
ანტაბლემენტი
(ფრან. entablement) – ანტაბლემანი; არქიტექტურული ორდერის სვეტზე დაყრდნობილი ჰორიზონტალური ნაწილი. ანტაბლემენტი შედგება არქიტრავის, ფრიზისა და კარნიზისაგან. ყოველ ცალკეულ არქიტექტურულ ორდერში ანტაბლემენტს გააჩნია განსხვავებული პროპორციები და პლასტიკურად სხვადასხვანაირად მუშავდება.
|