ზოფორი
(გადმომისამართდა ანტიფემა-დან)
ზოფორი
სინონიმი: ანთიფემა
ბერძნული ტაძრების არქიტექტურაში სკულპტურული ფრიზი, რომელიც ანტაბლემენტზე არქიტრავს გამოყოფდა კარნიზისაგან. ფარავდა ნაგებობის სახურავში განლაგებული კოჭების კავშირების კონსტრუქციებს. იონიურ არქიტექტურაში წარმოადგენდა მარმარილოს ბრტყელ ზედაპირს. კორინთულში კი შემკული იყო ცხოველთა გამოსახულებებით (აქედან მოდის ტერმინის სახელიც).