აჟაჰარა
სინონიმი: აშაჰარა
სახლის, ფუძის ანგელოზი, ოჯახის მფარველი ღვთაება აფხაზეთში. მას ავედრებდნენ ოჯახში შემოსულ პატარძალს, სახლს, გვარს. მის სახელზე აცხობდნენ სარიტუალო კვერებს. მლოცველი იყო ოჯახის უფროსი მამაკაცი.