გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ასტრალური კულტები

ასტრალური კულტები


ციურ მნათობთა თაყვანისცემა, განსაკუთრებით გავრცელებული ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში. ასტრალურ კულტს თაყვანს სცემდნენ საქართველოშიც. ასტრალურ პანთეონში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა მზისა და მთვარის თაყვანისცემას. ქართველებს მზე წარმოდგენილი ჰყავდათ ქალღვთაების სახით, ხოლო მთვარე მამაკაცის სახით.