ატიკი
ატიკი
შენობის მაგვირგვინებელი ლავგარდანის თავზე განლაგებული კედელი, რომელიც პარაპეტისაგან განსხვავდება მეტი სიმაღლითა და პლასტიკური დანაწევრების ხასიათით. ატიკის სიბრტყე ხშირად გამოიყენება წარწერებისა და რელიეფების მოსათავსებლად (მაგ. სატრიუმფო თაღის ატიკი).