გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აჩაჩა ურემი

აჩაჩა ურემი

აჩაჩა ურემი


იგივე: აჩეჩა ურემი, ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა ძველ საქართველოში. იყენებდნენ ყოველგვარი ტვირთის საზიდად. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოს მთაგორიან ადგილებში - ზემო და შუა იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოს ზოგ კუთხეში. ზემო იმერეთის ძნელადსავალ ადგილებში დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

აჩაჩა ურემს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელი აქვს (ჩოჩიალა, ფრჩხილა, მარხილა, მთის, ფიცრული, ხოხოკია ანუ ხოხა), ზოგადად კი ცნობილია იმერული ურმის სახელით. იგი ქართულ ორთვლიან ურემზე პატარა და ბევრად უფრო დაბალია, კონსტრუქციულადაც მისგან რამდენიმე განსხვავებულია.

აჩაჩა ურემში შერწყმულია გორვის (თვლები) და თრევის (ფრჩხილა) პრინციპი. დაღმართში ფრჩხილები ავტომატურად ამუხრუჭებს მას - რაც უფრო მძიმეა ტვირთი, მით უფრო მეტად აწვება ძარა ფრჩხილებს და აძნელებს სვლას. ვაკეზე და აღმართში ფრჩხილები ნაკლებად ეხება. ზოგჯერ კი სულ სცილდება ხოლმე მიწას. მნიშვნელობა აქვს ძარაზე ტვირთის სწორ განაწილებას. კონსტრუქციულად აჩაჩა ურემი წააგავს ქართულ წეწენა - წინამავალ სახვნელებს (ქსნური მთის გუთანი ანუ აჩაჩა, რაჭული სახვნელი).


წყარო