ჯვარპატიოსნობა
(გადმომისამართდა ახალჯვრობა-დან)
ჯვარპატიოსნობა
სინონიმი: ძელიცხოვლობა
7 მაისს ეკლესია აღნიშნავს იერუსალიმში 315 წელს ჯვრის გამოცხადებას. ასევე იოანე ზედაზნელის ხსენების დღეა. გადმოცემით დღესასწაული წმინდა ნინოს უკავშირდება, როდესაც მისი მითითებით თხოთის მთაზე (დღევანდელი კასპის რაიონი) აღიმართა სასწაულმოწმედი ჯვარი. ამ დღეს წამოსულ წვიმასაც კი ხალხი სასწაულ ძალას მიაწერს. კურნავდა ხალხს, იბანდნენ თმების გამაგრების მიზნით (ქართლ-კახეთი, სვანეთი.) მთიულეთში ეს დღე აღინიშნება ლომისობასთან ერთად. ახმეტასა და შიდა ქართლში ამ დღეს ახალჯვრობას უწოდებენ.