ბაბუჯები
ბაბუჯები
ქოშისებრი ფეხსაცმლის ტიპი. ქალების სახლში სახმარი. საპირედ გამოყენებული იყო წითელი მეში, ნაწიბურებზე ორნამენტებად ნაყში (ჩუქურთმა) ჰქონდა გამოყვანილი. ახალციხელი ხარაზები ბაბუჯებს საგანგებოდ პატარძლებისათვის ამზადებდნენ.
წყაროები
- ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973 წ.
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ., მერიდიანი, 2011