ბარელიეფი
ბარელიეფი
(ფრანგ. bas-relief, დაბალი რელიეფი) ქანდაკების სახეობა, რელიეფი, რომელიც სიბრტყიდან თავისი მოცულობის ნახევარზე ნაკლებად არის გამოწეული. ბარელიეფს ფართოდ იყენებენ არქიტექტურულ ნაგებობებსა და დეკორატიულ ნაკეთობათა მორთულობისათვის. ბარელიეფურ გამოსახულებას ჩვეულებრივ აკეთებენ ძეგლის კვარცხლბეკზე, კედლებზე, სტელაზე, მემორიალურ დაფაზე, მონეტაზე, მედალსა და გემაზე. შდრ.: ჰორელიეფი.