ბეწვის ხიდი
ბეწვის ხიდი
ხალხური წარმოდგენით, ხიდი სულეთში (საიქიოში), რომელიც ადუღებულ, კუპრიან ტბაზე იყო გადებული. გარდაცვლილთა სულები მასზე გადიოდნენ. ვისაც არ ჰქონდა მომაკვდინებელი ცოდვა, მსუბუქად გადიოდა, ხოლო ცოდვიან ადამიანთა სულები ტბაში ცვიოდნენ.