ბორა
ბორა
- ერთგვარი ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ლითონის გამოდნობის პროცესს (კახეთი). ძვ. საქართველოში მას უწოდებდნენ ბავრუკს;
- იხ. ბორეასი.
- ფრინველი ქორისნაირთა რიგისა (ლათ. Milvus milvus). აქვს ორკაპა ბოლო, შედარებით გრძელი და ფართო ფრთები. ფრინველი მოწითალო-მურა ფერისაა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ბალტიისპირეთში, უკრაინასა და კავკასიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. იკვებება პატარა მღრღნელებით (რითაც სარგებლობა მოაქვს), იშვიათად შინაური ფრინველებით.