გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ბორანო

ბორანო კეცზე

ბორანო


დაწნული, გამხმარი ყველი, რომელსაც ერბო-კარაქში ხარშავენ (აჭარა).

მომზადებისას გამოიყენება იაღი, აჭარული მარილიანი კარაქი, იაღის არქონის შემთხვევაში კი ჩვეულებრივი. თუმცა, რასაკვირველია, უმჯობესია ყველა შემადგენელი ადგილობრივი წარმოებისა იყოს.

ყველი საჭიროა დაწნული აჭარული, სასურველია დაძველებულიც. სიძველე ამ ყველს გემოს უცვლის და კერძს უფრო მადის აღმძვრელს ხდის.

ყველი უნდა დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, მოვათავსოთ ღრმა ჯამში და დავალბოთ. თუ ძალიან მლაშეა, რამდენჯერმე გამოვუცვალოთ წყალი, ბოლოს გადავწუროთ. იაღი გავადნოთ სანამ არ ამოფუვდება და ყავისფრად არ მოიბრაწება, ასე მდუღარე დავასხათ დამბალ ყველს და ამოვურიოთ.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=ბორანო&oldid=3859“-დან