გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გალივანდი

გალივანდი

გალივანდი


სინონიმი: გალიბანდი

ყარაჩოხელთა შავი ფერის, მრგვალი, აკეცილი ქუდი, ცხვრის დახუჭუჭებული მატყლისაგან გაკეთებული. მისი ზედა ნაწილი მაუდისა იყო, ხოლო ბეწვი კრაველის. საგალივანდე კრაველი ორი კვირის განმავლობაში გამოყავდათ: ფიცარზე აკრავდნენ, ხეხდნენ, არბილებდნენ დაღანაკით, ბერტყავდნენ და ახუჭუჭებდნენ ფარდახტის დახმარებით. ასეთივე წესით მზადდებოდა კრაველის საყელოები და ქუდები. XIX ს-ში საქართველოს დიდ ქალაქებში გალივანდის ქუდებისა და კრაველის დამზადების სპეციალური სახელოსნოები არსებობდა. ხელოსნები გაერთიანებული იყვნენ ამქარში.