განჯაფა
განჯაფა
სათამაშო ქაღალდის სახე (თბილისი) ძველებური ბანქოსებური სათამაშო, მუყაოს, ძვლის ან ხის დასურათებული ფირფიტები. განჯაფის თამაში საქართველოში ირანიდან შემოსულა და გვიანდელი ფეოდალური ხანის აღმოსავლეთ საქართველოს არისტოკრატიულ წრეებში გავრცელებულა. XIX საუკუნის II ნახევარში უკვე მივიწყებული ჩანს. განჯაფა შეუძენია და წელს კავკასიური მუზეუმის ეთნოგრაფიის კაბინეტისათვის გადაუცია ქართველ მწერალსა და ეთნოგრაფს რაფიელ ერისთავს.
ლიტერატურა
- ჟორდანია გ., კავკასიური მუზეუმის დაარსება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის შესწავლისათვის, თბ.
- ჩაჩაშვილი გ., ქსე, ტ. , გვ. , თბ.