გვარლი
გვარლი
ბალახისაგან დამზადებული თოკი. ზოგან მას ულოსა და წირეხს უწოდებენ. გვიმი ჭისა - ქვის, თიხის ან ხის მრგვალი მილი, რომელიც იდგმებოდა ჭის თავზე წყლის სისუფთავის დაცვის მიზნით. ეთნოგრაფიულ ყოფაში (დას. საქ.) გვხვდება ქვის კარგად დამუშავებული გვიმები, როგორც მთლიანი - ერთ ქვაში გამოკვეთილი, ასევე ორნაწილიანი, რომელსაც თავში რკინის სალტე აქვს შემოჭერილი. ქვის გვიმს აქვს თავი და გამოწეული „ტაფა“ წყლის ჭურჭლის დასადებად. გვიმის პრაქტიკული და ესთეტიკური დანიშნულება კარგადაა შეხამებული ისეთ მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო ობიექტთან, როგორიცაა ჭა და მისი ჰიგიენური უსაფრთხოების დაცვის გარანტიას იძლევა.
ლიტერატურა
- ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001 წ.