გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გვირგვინი შენობისა

ქართული დარბაზის გვირგვინი

შენობის გვირგვინი


საქართველოში გავრცელებული დარბაზული ტიპის საცხოვრებელი სახლის კარვის ფორმის (პირამიდული) გადახურვა, რომელსაც სასინათლო და საკვამური ხვრელი (ერდო) აქვს. ამოყვანილია საფეხურებად ერთმანეთზე დალაგებული, ძელებისაგან შეკრული და ზემოთკენ თანდათან შემცირებული მრავალკუთედების წყობით. გვირგვინის კონსტრუქცია ორგვარია - პარალელური (როდესაც ერთმანეთზე დაწყობილი მრავალკუთხედების გვერდები პარალელურია) და კუთხური (ყოველი ზედა მრავალკუთხედის გვერდები კუთხეზე ჰკვეთს ქვედა მრავალკუთხედს). გვირგვინმა განვითარების მრავალსაუკუნოვანი გზა განვლო უძველესი კოლხური სახლიდან ახალციხის თუ ერთაწმინდის დარბაზულ კომპლექსებამდე.