გინგილა
გინგილა
დიაკვნის ოლარი. დიაკვნის შესამოსლის ნაწილი, გრძელი, ვიწრო ქსოვილი, რომელსაც დიაკონი მარცხენა მხარზე დამაგრებულს ატარებს, ხოლო მისი ბოლო მარჯვენა ხელით უჭირავს ლოცვისას. გინგილა სამღვდელო ხარისხის მადლს, ანგელოზთა ფრთებს, ქრისტეს მსახურების ტკბილ ტვირთს ნიშნავს. დამსახურებულ დიაკვნებს, ჯილდოს სახით, ორმაგი გინგილას ტარების უფლება ეძლევათ, რომელიც ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო ფართოა. გინგილა შედის ასევე იპოდიაკვნის შესამოსელში, რომელსაც ის მკერდზე გადაჯვარედინებულს ატარებს.
ლიტერატურა
- მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, 2002 წ.
- საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005-2004 წწ.