გლოვა
გლოვა
სინონიმები: გოდება, ტირილი, ტყება, მოთქმა, ვალალაება, ვალალება, ხმობა, ღაღადება
„გლოვა ესე არს სამწუხაროსა საქმესა ზედა ვაებით, ტირილით და შეწუხებით ყოფა“ (სულხან-საბა). გლოვა არის ვისამე გარდაცვალების გამო მწუხარებაში ყოფნა, დარდი, გარდაცვალებასთან დაკავშირებით გარკვეული წესების დაცვა, შესრულება (ქეგლ.).