გობი
გობი
- თეფშის ფორმის, დიდი ზომის, გულამოღებული ან შეკრული ხის ჭურჭელი. უმთავრესად გამოიყენება ცომის მოსაზელად და სურსათ-სანოვაგის დასაწყობად;
- მარცვლეულის დასაქუცმაცებელი, ე.ი. სანაყი და სასრესი იარაღი აჭარაში, სადაც აგრეთვე გამოყენებული იყო საცეხველი, საწნეხი;
- მარცვლეულის დასარჩევი საშუალება. მისი მეშვეობით ხდება მარცვლეულის გარჩევა. იგი ხისაა, თეფშის მსგავსი, პირგაშლილი და გავრცელებულია დას. საქართველოს ყველა რეგიონში.